13-08-2024 14:45:57 ეს საინტერესოა
სეისმურ მონაცემებზე დაფუძნებულ ახალ კვლევებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა მარსის კლდოვანი გარე ქერქის სიღრმეში (ზედაპირიდან 11.5-20 კილომეტრის სიღრმეზე) თხევადი წყლის უზარმაზარი მასა აღმოაჩინეს. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ წყალი ზედაპირიდან მიწისქვეშა ფენაში მილიარდობით წლის წინ ჩაიღვარა.
აქამდე ცნობილი იყო მარსზე გაყინული წყლის და პლანეტის ატმოსფეროში ორთქლის არსებობის შესახებ.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მსგავსი რეზერვუარები არამარტო ლოკალურად, არამედ მთელი პლანეტის მასშტაბით არსებობს.
ეს დასკვნები NASA-ს InSight დესანტის მიერ შეგროვებულ სეისმურ მონაცემებზე დაფუძნდა, რომელსაც მარსის ზედაპირის ქვეშ არსებული შიდა ფენების სეისმომეტრით გაშიფვრისთვის 2018 წლიდან 2022 წლამდე იყენებდნენ.
მარსზე წყლის ციკლურობის გაგება გადამწყვეტია მისი კლიმატის, ზედაპირისა და მიწისქვეშა ევოლუციური პროცესების გასაგებად,– თქვა კალიფორნიის უნივერსიტეტის სან დიეგოს სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანმა მეცნიერმა ვაშან რაითმა.
ის ამბობს, რომ მარსის ზედაპირის კვლევები აჩვენებს, რომ ძველად პლანეტაზე მდინარეები და ტბები იყო.
"ამ წყლის ნაწილი კოსმოსში წავიდა, როდესაც მარსმა დაკარგა ატმოსფერო", მაგრამ ისევე, როგორც დედამიწაზე, "წყლის უმეტესი ნაწილი პლანეტის ზედაპირის ქვემოთაა, არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ იგივე ევოლუცია არ მოხდეს მარსზე",– განმარტა UC ბერკლის პროფესორმა მაიკლ მანგამ, მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო შრომების კრებულში პუბლიკაციის კიდევ ერთმა ავტორმა.