
კურსკის ხელისუფლებამ ამჯერად უკრაინის არამოსაზღვრე რაიონშიც გამოაცხადა ევაკუაცია
13/08/2024 11:00:06 მსოფლიო
კურსკის ოლქის კიდევ ერთ რაიონში გამოცხადდა ევაკუაცია. ამჯერად საუბარია ბოლშესოლდაცკის რაიონზე. ევაკუაციის შესახებ რაიონის ხელმძღვანელმა ვლადიმირ ზაიცევმა განაცხადა.
„ჩვენს რაიონში ევაკუაცია დღემდე არ მომხდარა. ყველა თავისით წავიდა, არავინ ჩარეულა. დღეს ვაგროვებთ მონაცემებს იმის შესახებ, თუ ვის სჭირდება ევაკუაცია“, - წერს რაიონის გამგებელი ტელეგრამ–არხში.
ზაიცევმა ასევე აღნიშნა, რომ ტერიტორიაზე ბევრი ხალხია დარჩენილი.
კურსკის ოლქში ევაკუაცია მიმდინარეობს სუჯანსკის, გლუშკოვსკის, რილსკის და კორენევსკის რაიონებში, რომლებიც უკრაინის საზღვართან მდებარეობენ. მათგან განსხვავებით, ბოლშესოლდაცკის ოლქი არ ესაზღვრება უკრაინას. დასავლეთის მხრიდან მას აკრავს სუჯანსკის რაიონი და სამხრეთიდან ბელოვსკის რაიონი.
2020-2021 წლების მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ბოლშესოლდაცკის რაიონში დაახლოებით 11 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.
პარალელურად, კურსკის მოსაზღვრე უკრაინის სუმის რაიონში, შემოღებულ იქნა შეზღუდვები ყველა კატეგორიის მოქალაქის გადაადგილებაზე ოცკილომეტრიან სასაზღვრო ზონაში. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, შეზღუდვები დაკავშირებულია საომარი მოქმედებების ინტენსივობის ზრდასთან და „მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების გაძლიერებასთან“.
უკრაინულმა ძალებმა რუსეთის კურსში სახმელეთო ოპერაცია 6 აგვისტოს წამოიწყეს და მას შემდეგ გრძელდება.