Accentnews.ge
AP​: ბურგასის პორტში 436 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს, რომელიც ბულგარეთში საქართველოს გავლით შეიტანეს

AP​: ბურგასის პორტში 436 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს, რომელიც ბულგარეთში საქართველოს გავლით შეიტანეს

13/08/2024 11:00:40 სამართალი

ბულგარელმა სამართალდამცველებმა ბურგასის პორტში 436 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს, – იუწყება AP ბულგარეთის რაიონულ პროკურატურაზე დაყრდნობით.

პროკურატურის ინფორმაციით, ჰეროინი დამალული იყო 434 პაკეტში. პაკეტები ტრაილერში, ოფიციალურად დეკლარირებულ ტვირთში იყო მოთავსებული. ნარკოტიკების პარტიის ღირებულება 35 მილიონ ევროდ (დაახლოებით 38 მილიონი დოლარი) არის შეფასებული.

"ტრაილერი სახმელეთო მარშრუტით ყირგიზეთიდან საქართველოში, ბათუმის პორტში ივლისის ბოლოს შევიდა, საიდანაც ბურგასში გადავიდა. მარშრუტი საბერძნეთის ქალაქ ალექსანდროპოლისის მიმართულებით გრძელდებოდა.

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის ივან სოკოლოვის განცხადებით, ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ტრაილერი, რომელიც თითქოსდა კაბელების დასაგები მანქანების გადაზიდვას ახორციელებდა, პორტში უჩვეულოდ ხანგრძლივად იყო გაჩერებული.

"რენტგენული შემოწმების შედეგად დამალული ჰეროინი აღმოვაჩინეთ", – დასძინა მან.

"ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებიათ და არც ამ ტრანსსასაზღვრო დანაშაულში მონაწილე პირი აღმოუჩენიათ", - განაცხადა რაიონულმა პროკურორმა ჯორჯი ჩინევმა.

ნარკო-ტრაფიკინგი ბულგარეთში 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", – იუწყება AP.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S