
ირანის პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
13/08/2024 12:21:47 მსოფლიო
13 აგვისტოს ირანის ახალ პრეზიდენტს მასუდ ფეზეშკიანსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ კირ სტარმერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მათ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობასა და ომის რისკებზე ისაუბრეს.
Sky News-ის ცნობით, საუბარი დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა.
არსებული ცნობები, სტარმერი 13 აგვისტოს დილას ასევე ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ევროპელ კოლეგებს.
კირ სტარმერის ოფისის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა მასუდ ფეზეშკიანს უთხრა, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი არავის ინტერესში; ირანის პრეზიდენტს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისრაელზე თავდასხმისგან და ფოკუსირდნენ დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე.
თეირანში "ჰამასის" ერთ–ერთი ლიდერის მკვლელობის შემდეგ, რაშიც ირანი ისრაელს ადანაშაულებს, შურისძებით იმუქრება.