Accentnews.ge
ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელმა ერთ კვირაში მესამედ გამოაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლის "შეჩერება" კურსკის რეგიონში

ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელმა ერთ კვირაში მესამედ გამოაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლის "შეჩერება" კურსკის რეგიონში

13/08/2024 12:39:16 მსოფლიო

რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე, "ახმატის" სპეცრაზმის მეთაური აპტი ალაუდინოვი ირწმუნება, რომ რუსეთის არმიამ კონტროლი აიღო კურსკის რეგიონში სიტუაციაზე, სადაც 6 აგვისტოს შეიჭრენნ უკრაინული ძალები.

„აღსანიშნავია, რომ დღეს <...> სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ტერიტორიის დიდი ნაწილი, სადაც მტერი იმყოფებოდა, გადაკეტილია. მიმდინარეობს დასახლებული პუნქტების წმენდა, სადაც მტერია განთავსებული. ისინი ტოვებენ ტერიტორიებს, სადაც არიან",– თქვა ალაუდინოვმა პროპაგანდისტულ Rossiya 1-ის ეთერში.

მანამდე ალაუდინოვმა კურსკის რეგიონში სიტუაციის "სტაბილიზაცია" 11 აგვისტოს გამოაცხადა. „ვადაგადაცილებული [უკრაინის პრეზიდენტის] ზელენსკის ბლიცკრიგი უკვე ჩავარდა. ვინაიდან შეჩერებულ ძალებს წინ წაწევა არ შეუძლიათ", - განაცხადა "ახმატის" მეთაურმა.

მან 9–შიც გადაცხადა, რომ ვითარევა "არ არის კრიტიკული" და რომ აჩერებენ რუკრაინულ ზალებს: „არ არის საჭირო ფიქრი, რომ რაღაც შეიძლება იყოს კრიტიკული. ჩვენ [რუსეთის შეიარაღებულ ძალებს] გვაქვს საკმარისი ძალა და საშუალება, რომ დავასრულოთ სამუშაო და შევაჩეროთ მტერი“.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ „შეაჩერა“ უკრაინელი სამხედროების წინსვლა რუსეთის სიღღმეში. თუმცა, ყოველ ჯერზე უკრაინელები აფართოებდნენ კონტროლის ქვეშ არსებულ არეალს.

პარალელურად გამოცხადებულია ევაკუაცია კურსკის და ბელგოროდის რაიონებიდან.

უკრაინელმა სამხედროებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომლის გეოლოკაცია კურსკის რეგიონის ქალაქ სუჯის ცენტრს, კარლ მარქსის ქუჩას აფიქსირებს. ვიდეოს გადაღების თარიღი უცნობია. ვიდეოზე გამოსახული უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი ირწმუნება, რომ ქალაქის ცენტრში რუსი ჯარისკაცები არ უნახავს.

12 აგვისტოს გამოქვეყნებული სხვა ვიდეო ქალაქის ცენტრში, სოვეცკაიას მოედნის მახლობლად მოძრავი სამხედროების ჯავშანმანქანის ფანჯრიდან არის გადაღებული. ვიდეოზე არც რუსეთის არმიის კვალი არ ჩანს და არც მშვიდობიანი მოქალაქეები არ იმყოფებიან ქალაქში.

12 აგვისტოსვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინული სამხედრო ტექნიკა კურსკის რეგიონში, ქალაქ სუჯის აღმოსავლეთ გარეუბანში, დააფიქსირეს. ეს შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სრული კონტროლი აქვთ დამყარებული ქალაქზე.

ქალაქი სუჯა გახდა კურსკის რეგიონში უკრაინის არმიის 6 აგვისტოდან დაწყებული შეტევის მთავარი სამიზნე. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები და მოქმედი სამხედროები ამბობენ, ქალაქის აღება უკრაინელებს საშუალებას მისცემს, ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით გააგრძელონ შეტევა.

ISW-ის ექსპერტები საჯაროდ გავრცელებული ცნობების და გეოლოკაციური კადრების გაანალიზების საფუძველზე წერენ, რომ 11 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინელი სამხედროები მოქმედებდნენ კურსკის ოლქის 29 დასახლებულ პუნქტში, ხოლო 12 აგვისტოს - 40-ში. ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, სულ ახლახან უკრაინის ძალები საზღვრიდან 24 კილომეტრის სიღრმეში იყვნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S