
შმიგალი: უკრაინამ ევროკავშირისგან 4.2 მილიარდი ევრო მიიღო
13/08/2024 12:47:48 მსოფლიო
უკრაინამ ევროკავშირისგან 4.2 მილიარდი ევრო მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ–მინისტრი დენის შმიგალი ავრცელებს.
"უკრაინამ მიიღო 4.2 მილიარდი ევრო, რითაც ევროკავშირის მთლიანი მხარდაჭერა უკრაინისადმი 12 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. ეს დახმარება გადამწყვეტია ჩვენი მაკროფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, აღდგენის წინსვლისა და ძირითადი რეფორმების განსახორციელებლად. ჩვენ მადლობელი ვართ ევროკომისიის და პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის უკრაინის მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთად ვაშენებთ უფრო ძლიერ მომავალს" - წერს შმიგალი სოციალურ ქსელში.