Accentnews.ge
კურსკიდან ევაკუირებულ რუსებს უკრანის ოკუპირებულ რეგიონებში გზავნიან

კურსკიდან ევაკუირებულ რუსებს უკრანის ოკუპირებულ რეგიონებში გზავნიან

13/08/2024 13:34:38 მსოფლიო

კურსკიდან ევაკუირებულ რუსებს უკრაინის ზაპოროჟიეს რაიონში გადაიყვანენ, რომელიც ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ, განაცხადა კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა.

”უახლოეს მომავალში პირველი რეისები განხორციელდება, რათა ხალხი გადაიყვანონ დროებითი განსახლების ცენტრებში ზაპოროჟიეს რეგიონში. ზაპოროჟიეს მოხალისეები ასევე ჩავიდნენ კურსკის რაიონში და დახმარებას გაუწევენ აქაურ მოსახლეობას ადგილზე“, - წერს სმირნოვი VKontakte-ის გვერდზე.

მისივე თქმით, კურსკის რეგიონიდან მოქალაქეებს ქალაქ ბერდიანსკიდან სოფელ კირილოვკამდე აზოვის ზღვის სანაპიროზე სანატორიუმებსა და პანსიონატებში მოათავსებენ.

ამ წინადადებამ ბევრი აღაშფოთა. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ზაპოროჟიე საომარი მოქმედებების ზონაა.

6 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების (კურსკის რეგიონში შეჭრის შემდეგ, რუსეთის რეგიონის ხელისუფლებამ გამოაცხადა სუჯანსკის, გლუშკოვსკის, რილსკის, კორენევსკის და ბოლშესოლდაცკის ოლქების მაცხოვრებლების ევაკუაცია. ევაკუაცია ბელგოროდის რამდენიმე რაიონშიც გამოცხადდა.

წინა დღეს კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 180 ათასიდან 120 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ასევე, მისი მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს 28 დასახლებული პუნქტი, სადაც დაახლოებით 2 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

თავის მხრივ, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, 13 აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთის 54 რეგიონში განლაგდა 400 დროებითი განსახლების ცენტრი კურსკის რეგიონიდან დევნილთათვის. მათი საერთო ტევადობა 30 ათასი ადამიანია. თუმცა, ამ დროისთვის ამ პუნქტებში დაახლოებით რვა ათასი ევაკუირებული რუსი იმყოფება.

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, კურსკის რეგიონში ერთი კვირის განმავლობაში - 6-დან 12 აგვისტომდე - უკრაინის არმიამ დაიპყრო დაახლოებით 800 კვადრატული კილომეტრი რუსეთის ტერიტორიიდან. უკრაინული პროექტი Deep State იტყობინება, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 44 დასახლების დაკავება შეეძლოთ. Financial Times-მა უკრაინული ძალების წინსვლა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დაახლოებით 30 კმ-ით შეაფასა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S