Accentnews.ge
კიევმა კიდევ ექვსი ბავშვის დაბრუნება შეძლო

კიევმა კიდევ ექვსი ბავშვის დაბრუნება შეძლო

13/08/2024 14:42:21 მსოფლიო

უკრაინულმა ოჯახებმა ექვსი შვილით მოახერხეს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ტერიტორიების დატოვება. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დამცველმა დიმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.

უკრაინელი მშობლები ყვებიან, როგორ აიძულებდნენ მათ შვილებს ესწავლათ რუსულ სკოლებში, აიძულებდნენ მათ ღონისძიებებში მონაწილეობას, განიცდიდნენ ზეწოლას რუსული დოკუმენტების ასაღებად, ხშირად ტარდებოდა რეიდები.

"უსამართლობის, შეზღუდულობის შეგრძნება და იმის გააზრება, თუ რა მომავალი ელის ბავშვებს წამოსვლის გადაწყვეტილებისთვის ბიძგის მომცემი გახდა",– ამბობს ომბუდსმენი და დასძენს, რომ ოჯახები ახლა უსაფრთხოდ არიან.

აგვისტოს დასაწყისში კიევმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან 23 უკრაინელი ბავშვის დაბრუნება შეძლო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S