Accentnews.ge
ლატვიამ უკრაინას 500 დრონი გადასცა

ლატვიამ უკრაინას 500 დრონი გადასცა

13/08/2024 14:54:54 მსოფლიო

ლატვია უკრაინას დრონების კოალიციის ფარგლებში 500 უპილოტო საფრენი აპარატი გადასცა.

„დრონების შემდეგი პაკეტი მზად არის! ლატვიური წარმოების 500-მდე დრონი დაეხმარება უკრაინელებს სხვადასხვა საბრძოლო დავალების შესრულებაში“, - წერს ლატვიის თავდაცვის მინისტრი ანდრის სპრუდსი სოციალურ ქსელ X-ში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლატვია უკრაინას გადასცემს 4 მილიონი ევროს ღირებულების 2500-ზე მეტ დრონს, რომლებიც ლატვიური კომპანიების მიერ იქნება დამზადებული.

„დრონების კოალიცია იწყებს მუშაობას... ინიციატივის სხვა წევრებთან ერთად, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ უკრაინისთვის სხვადასხვა დანიშნულების საბრძოლო დრონების მიწოდებაზე, უკრაინის არმიის ამჟამინდელი საჭიროებებისა შესაბამისად. პარალელურად, მნიშვნელოვანი თანხების ინვესტირება ხორციელდება შემდგომ განვითარებასა და გამოყენებაში“, - განაცხადა ანდრის სპრუდსმა ივლისში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S