Accentnews.ge
თურქეთმა საბერძნეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ორი თვითმფრინავი და ვერტმფრენი გაუგზავნა

თურქეთმა საბერძნეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ორი თვითმფრინავი და ვერტმფრენი გაუგზავნა

13/08/2024 16:24:17 ევროპა

თურქეთმა საბერძნეთს ტყის ხანძრებთან ბრძოლაში დახმარების მიზნით, ორი სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

იტყობინებიან, რომ ანკარამ ათენს დახმარება გუშინ შესთავაზა და თურქეთის მიერ გაგზავნილი ორი სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი ათენის აეროპორტში უკვე დაეშვა.

საბერძნეთში, ათენის გარეუბანში გაჩენილ ხანძარს რამდენიმე დღეა, ებრძვიან. ცეცხლის ქრობას ძლიერი ქარი და რელიეფი ართულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S