Accentnews.ge
ლიხოვიი: რუსებმა კურსკის დასაცავად უკრაინიდან დანაყოფების გაყვანა დაიწყეს

ლიხოვიი: რუსებმა კურსკის დასაცავად უკრაინიდან დანაყოფების გაყვანა დაიწყეს

13/08/2024 16:37:42 მსოფლიო

უკრაინის არმიის სპიკერის ინფორმაციით, მოსკოვმა უკრაინის სამხრეთ ტერიტორიებიდან კურსკის დასაცავად "შედარებით მცირე" ჯარის დანაყოფების გაყვანა დაიწყო.

"რუსეთმა უკრაინის სამხრეთ ტერიტორიიდან, ზაპოროჟიედანაც და ხერსონიდანაც თავისი ჯარის დანაყოფების ნაწილი გაიყვანა". - თქვა უკრაინის არმიის წარმომადგენელმა დმიტრო ლიხოვიიმ POLITICO-სთან 13 აგვისტოს.

უკრაინის არმიის გენერალური შტაბის თანახმად, უკრაინის წარმატებების პარალელურად, რუსეთის ჯარები ომის ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში, კერძოდ, პოკროვსკის და დონეცკის ოლქის სხვა ნაწილებზე შეტევას განაგრძობენ. ლიხოვიიმ უკრაინულ მედიასთანაც აღნიშნა, რომ რუსეთი თავისი ძალების გადაადგილებას "სხვა, მათ შორის კურსკის მიმართულებით" განაგრძობს.

უკრაინის ჯარები აგრძელებენ წინსვლას კურსკის რეგიონში და აკონტროლებენ ახალ დასახლებებს, მიუხედავად რუსი სამხედრო ბლოგერების ბოლო განცხადებებისა ფრონტის ხაზზე სტაბილიზაციის დაწყების შესახებ, – იუწყება ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW).

იტყობინებიან, რომ ბრძოლები სულ უფრო მძაფრდება, ორივე მხარე რეზერვებს აგროვებს.ჯერ კიდევ არ არის უწყვეტი ფრონტის ხაზი კურსკის რეგიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმები ერთმანეთის მიყოლებით ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით. ამავდროულად, რუსული არმია აგრძელებს შეტევას ფრონტის სხვა სექტორებში – დონბასში,– იტყობინება BBC–ს სამხედრო მიმომხილველი ილია აბიშევი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S