Accentnews.ge
სირსკი: კურსკის რეგიონში უკრაინის კონტროლის ქვეშ 74 დასახლებაა

სირსკი: კურსკის რეგიონში უკრაინის კონტროლის ქვეშ 74 დასახლებაა

13/08/2024 17:49:55 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოახსენა, რომ კურსკის რეგიონში 74 დასახლება უკრაინის კონტროლის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ოფიციალურ ტელეგრამ–არხზე დაწერა და ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი აკეთებს მოხსენებას ფრონტზე არსებული მდგომარეობისა და უკრაინული ძალების წინსვლის შესახებ კურსკის რეგიონში.

„მიუხედავად რთული, ინტენსიური ბრძოლებისა, ჩვენი ძალების წინსვლა კურსკის რეგიონში გრძელდება, ჩვენი სახელმწიფოს გაცვლითი ფონდი ივსება“, - წერს ზელენსკი და მადლობას უხდის უკრაინელ ჯარისკაცებს გმირული სამსახურისთვის.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კურსკის ოლქის დაკავებულ ტერიტორიებზე შემოწმება და სასტაბილიზაციო ღონისძიებები მიმდინარეობს, ასევე, გრძელდება ამ ტერიტორიებისთვის ჰუმანიტარული გადაწყვეტილებების შემუშავება.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფებები აგრძელებენ კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე ოპერაციის წარმოებას. დღევანდელი დღის განმავლობაში ჩვენმა სამხედროებმა ცალკე მიმართულებებზე ერთიდან სამ კილომეტრამდე წინ წაიწიეს. კონტროლი დამყარებულია 40 კვადრატულ კილომეტრზე და დღეისთვის 74 დასახლებული პუნქტი იმყოფება ჩვენი კონტროლის ქვეშ. ბრძოლები ფრონტის მთელ ხაზზე მიმდინარეობს. ვითარება, საბრძოლო ქმედებების მაღალი ინტენსიურობის მიუხედავად, კონტროლის ქვეშაა,” - განაცხადა სირსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S