
მედვედევმა შეწყვიტა ბირთვული იარაღით მუქარა კურსკის რეგიონში უკრაინული ძალების შეჭრის შემდეგ
13/08/2024 18:51:11 მსოფლიო
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, რომელიც უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ გახდა კრემლის ბირთვული რიტორიკის მთავარი „რუპიორი“, მოულოდნელად შეცვალა ტონი. ამ გარემოებაზე ყურადღება "მოსკოვ თაიმსმა" moscow times–მა გაამახვილა.
გამოცემა იხსენებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის რეგიონში შეჭრის შემდეგ, რომელიც მერვე დღეა გრძელდება და მოიცავს მინიმუმ 800 კვადრატულ კილომეტრ ფართობს, "მედვედევს, რომელიც მანამდე მუქარების თვალსაზრისით გულუხვი იყო, არც ერთხელ არ უსაუბრია კიევზე ან დასავლეთის დედაქალაქებზე საპასუხო ბირთვულ დარტყმაზე".
მედვედევის ტელეგრამ–არხზე, სადაც ბირთვული მუქარა თვეში ერთხელ მაინც ჟღერდა, გასული კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთი "პოსტი" გამოჩნდა. 8 აგვისტოს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის მიზნად დაასახელა „ახალი პარტია ფულისა და იარაღის მოპოვება“, ასევე მოუწოდა „ოდესაში, ხარკოვსა და ნიკოლაევში წასვლისკენ“ „ნაცისტების დასასჯელად“.
9 აგვისტოს მედვედევი გერმანიას რუსეთის ტანკებით დაემუქრა, რადგან გერმანია წინააღმდეგი არ არის გერმანული სამხედრო ტექნიკის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოპერაციის დროს გამოყენების.
13 აგვისტოს სახელისუფლებო პარტია „ერთიანმა რუსეთმა“ გამოაქვეყნა მედვედევის ვიდეო, სადაც ის უკრაინის ხელმძღვანელობას ჰპირდება „დამსახურებულ სასჯელს“, ამასთან მსმენელებს ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებისკენ და მოუწოდებს კურსკის რეგიონის მცხოვრებლებისთვის.
ბოლოს მედვედევი ბირთვული იარაღით დაიმუქრა ივლისის შუა რიცხვებში. პროპაგანდისტულ "არგუმენტებთან და ფაქტებთან" ინტერვიუში მან თქვა, რომ რუსული ბირთვული დოქტრინა ემყარება პრინციპს „თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ“.
მაისის ბოლოს მედვედევი დაემუქრა ნატოს ქვეყნებს, რომ გამოიყენებდნენ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, თუ უკრაინა დაიწყებდა დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გასროლას რუსეთის ტერიტორიაზე და ა.შ.