Accentnews.ge
მპოქსის გავრცელების გამო აფრიკის კონტინენტზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მპოქსის გავრცელების გამო აფრიკის კონტინენტზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

13/08/2024 19:53:22 მსოფლიო

აფრიკის კავშირის სამედიცინო სამსახურმა კონტინენტზე მპოქსის (მაიმუნის ყვავილოვანი ვირუსი) გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დაავადება კონგოს რესპუბლიკიდან მეზობელ ქვეყნებში გავრცელდა. ამის შესახებ აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (ACDC) გენერალურმა დირექტორმა ჟან კასენიამ განაცხადა.

”აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარე მპოქსის ეპიდემიის გამო, მიღებულია გადაწყვეტილება კონტინენტზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ,” - თქვა მან ბრიფინგზე და დასძინა, რომ მპოქსი კვეთს ეროვნულ საზღვრებს, აზიანებს ათასობით ადამიანს აფრიკაში.

კასეამ აღნიშნა, რომ აფრიკას ვაქცინის 10 მილიონი დოზა სჭირდება დაავადების გასაკონტროლებლად, ხოლო ამჟამად მხოლოდ 200 000–ია ხელმისაწვდომი, მან პირობა დადო, რომ 2024 წლის ბოლოსთვის აფრიკაში მიწოდებული იქნება 3 მილიონი დოზა, მაგრამ არ დააკონკრეტა, რა წყაროებიდან

როგორც ბრიფინგზე ითქვა, მპოქსის ახალი ტალღა აფრიკაში გამოწვეულია ვირუსის სწრაფი გავრცელებით, რომელმაც განიცადა გენეტიკური მუტაცია. ის პირველად აღმოაჩინეს გაზაფხულზე აღმოსავლეთ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (DRC) და უწოდეს Clade 1b. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, Clade 1b არის ვირუსის მოდიფიკაცია, რომელმაც 2022 წელს მსოფლიოში ეპიდემია გამოიწვია და დაახლოებით 100 ქვეყანას შეეხო. 11 ივლისს ჯანმო-მ გააფრთხილა გლობალური საფრთხის შესახებ მპოქსის ახალი შტამის გამო. სამხრეთ აფრიკელი ეპიდემიოლოგების დასკვნებით, Clade 1b შტამი ძირითადად სქესობრივი კონტაქტით გადადის. სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 5%–ია.

შემთხვევები დაფიქსირდა 18 ქვეყანაში, მათგან მხოლოდ კონგოში წლის დასაწყისიდან ახალი შტამის 13 000-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა, დაიღუპა 450 ადამიანი, რაც 160%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მპოქსი არის იშვიათი ვირუსული დაავადება. ცხოველიდან ადამიანზე ამ დაავადების გადაცემის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 1970 წელს კონგოში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S