Accentnews.ge
ბელგოროდში დღეიდან რეგიონულ დონეზე საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა

ბელგოროდში დღეიდან რეგიონულ დონეზე საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა

14/08/2024 05:49:05 მსოფლიო

რუსეთის ბელგოროდის რეგიონში დღეს დილიდან რეგიონულ დონეზე საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა.

"ბელგოროდის რეგიონში ვითარება კვლავ რჩება უკიდურესად მძიმე და დაძაბული, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოველდღიური დაბომბვა, დანგრეული სახლები, დაშავებული და დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები. ამიტომ, დღეიდან ვიღებთ გადაწყვეტილებას ბელგოროდის რეგიონის მთელ ტერიტორიაზე, რათა დამატებით დავიცვათ მოსახლეობა […] გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა რეგიონულ დონეზე", - განაცხადა ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა.

რუსეთში საგანგებო რეჟიმი ითვალისწინებს, საგანგებო ზონაში ადამიანებისა და ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვასა და მოსახლეობის ევაკუაციას.

ცნობისთვის: უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შევიდნენ.

13 აგვისტოს უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ კურსკის ოლქში 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S