Accentnews.ge
ბაიდენი – კურსკის ოპერაციაზე: "ეს პუტინისთვის ნამდვილი დილემაა"

ბაიდენი – კურსკის ოპერაციაზე: "ეს პუტინისთვის ნამდვილი დილემაა"

14/08/2024 05:53:32 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინისთვის ნამდვილი დილემაა", – განუცხადა მან ჟურნალისტებს ახალ ორლეანში.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, "ამერიკულ მხარეს პირდაპირი და მუდმივი კონტაქტი აქვს უკრაინელებთან და სანამ მოვლენები ვითარდება, სხვას ვერაფერს იტყვის".

ცნობისთვის: უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შევიდნენ.

13 აგვისტოს უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ კურსკის ოლქში 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S