
აშშ პოლონეთს 96 ერთეულ მოიერიშე შვეულმფრენს მიაწვდის
14/08/2024 06:00:54 მსოფლიო
პოლონეთმა და აშშ-მა შეთანხმება გააფორმეს, რომელიც ვარშავისთვის 96 ერთეული AH-64E Apache-ს ტიპის მოიერიშე შვეულმფრენის გადაცემას ითვალისწინებს.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის ცნობით, AH-64E Apache–ები Mi-24-ებს ჩაანაცვლებენ, რომელსაც პოლონეთი ამ დრომდე იყენებს.
AH-64E Apache განკუთვნილია სამიზნეებზე დარტყმისა და დაზვერვის ჩასატარებლად
შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ 2023 წლის აგვისტოში დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომელიც პოლონეთისთვის აღნიშნული საფრენი საშუალებების მიყიდვას 12 მილიარდ დოლარად ითვალისწინებს.