Accentnews.ge
WSJ: კურსკში მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთს უკრაინიდან ჯარის ნაწილი გაჰყავს

WSJ: კურსკში მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთს უკრაინიდან ჯარის ნაწილი გაჰყავს

14/08/2024 06:11:49 მსოფლიო

კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის გამო რუსეთი იძულებულია, თავისი სამხედრო ძალების ნაწილი უკრაინიდან გაიყვანოს, – იუწყება The Wall Street Journal ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

გამოცემის თანახმად, ეს პირველი ნიშანია, რომ კურსკზე უკრაინელების შეტევამ რუსეთს გადაჯგუფება აიძულა.

The Wall Street Journal–ის ცნობით, წყაროები არ ასახელებენ, კურსკის გამო რამდენი რუსი სამხედრო ტოვებს უკრაინას, თუმცა თავად ფაქტი ადასტურებს უკრაინის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ კურსკის ოლქში მოულოდნელი შეჭრა რუსეთს აიძულებდა ყურადღების გადატანას უკრაინიდან, სადაც ცოცხალი ძალით და ტექნიკით უპირატესობის შედეგად რამდენიმე რაიონში წინსვლა აქვს.

კურსკის ოლქზე უკრაინის შეტევის დაწყების შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რეგიონში დამატებითი ძალები გაგზავნა, თუმცა საიდან არ დაუკონკრეტებია.

ცნობისთვის: უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შევიდნენ.

13 აგვისტოს უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ კურსკის ოლქში 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S