Accentnews.ge
ბორელი –კურსკზე: პუტინმა ვერ შეძლო უკრაინის წინააღმდეგობის გატეხვა და ახლა იძულებულია, რუსეთის ტერიტორიაზე უკან დაიხიოს

ბორელი –კურსკზე: პუტინმა ვერ შეძლო უკრაინის წინააღმდეგობის გატეხვა და ახლა იძულებულია, რუსეთის ტერიტორიაზე უკან დაიხიოს

14/08/2024 06:28:01 მსოფლიო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენები განიხილა.

„დმიტრო კულებასთან ფრონტის ხაზზე უახლესი მოვლენები და კურსკის კონტრშეტევა განვიხილე. გავიმეორე, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინელი ხალხის ბრძოლას“, - წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგობის გატეხვა ვერ შეძლო:

„პუტინმა ვერ შეძლო მისი გაუმართლებელი შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის წინააღმდეგობის გატეხვა და ახლა იძულებულია, რუსეთის ტერიტორიაზე უკან დაიხიოს".

ცნობისთვის: უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შევიდნენ.

13 აგვისტოს უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ კურსკის ოლქში 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S