Accentnews.ge
პენტაგონი: აშშ ისრაელს 20 მილიარდი ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას მიყიდის

პენტაგონი: აშშ ისრაელს 20 მილიარდი ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას მიყიდის

14/08/2024 06:34:53 მსოფლიო

შეერთებულმა შტატებმა ისრაელისთვის 20 მილიარდი დოლარის ღირებულების მოიერიშე თვითმფრინავებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა, თუმცა პენტაგონის განცხადებით, საბრძოლო მასალის მიწოდება მომდევნო წლებში დაიწყება.

პენტაგონის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა F-15 ტიპის თვითმფრინავების და აღჭურვილობის გაყიდვა დაამტკიცა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 19 მილიარდი დოლარია. ასევე აშშ ისრაელს 774 მილიონი დოლარის სატანკო ვაზნებს, 60 მილიონი დოლარის ასაფეთქებელ ნაღმმტყორცნებს და 583 მილიონი დოლარის სამხედრო მანქანებს მიყიდის.

პენტაგონის ინფორმაციით, F-15 მოიერიშე თვითმფრინავების წარმოებას, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება, ხოლო მიწოდება სავარაუდოდ 2029 წელს დაიწყება. სხვა აღჭურვილობის მიწოდება კი 2026 წელს დაიწყება.

"აშშ ისრაელის უსაფრთხოების ერთგულია და აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაეხმაროს ისრაელს გაძლიერებაში, თავდაცვისუნარიანობის განვითარებასა და შენარჩუნებაში", - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა X-ზე გამოქვეყნებულ "პოსტში" მადლობა გადაუხადა აშშ-ის ოფიციალურ პირებს ისრაელის დახმარებისა და უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S