Accentnews.ge
უკრაინამ რუსულ აეროდრომებზე მიიტანა იერიში

უკრაინამ რუსულ აეროდრომებზე მიიტანა იერიში

14/08/2024 06:38:30 მსოფლიო

უკრაინამ რუსეთის ოლქებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანა.

ტელეგრამ-არხი ბაზა წერს, რომ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში სევასლეიკის აეროდრომისკენ მიმავალი გზა გადაკეტილია. ამ რაიონში აფეთქებების ხმები ისმოდა.

თავის მხრივ უკრაინულ არხები იტყობინებიან, რომ აფეთქებები მოხდა სამ რუსულ აეროდრომზე. კერძოდ, აეროდრომ ბალტიმორზე, სადაც ბაზირებულია სუ-34-ები, აეროდრომ ბორისოგლებსკზე, სადაც რუსებს ჰყავთ სუ-25-ები და აეროდრომ სავასლეიკაზე, სადაც განთავსებულია მიგ-31К-ები.

იერიშის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ჩამოაგდეს 117 დრონი და 4 ტაქტიკური რაკეტა. რუსეთის თავდაცვა ირწმუნება, რომ 37 უპილოტო საფრენი აპარატი და ოთხივე რაკეტა კურსკის ოლქში გაანეიტრალეს, 37 დრონი - ვორონეჟის ოლქში, 17 - ბელგოროდის ოლქში, 11 - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, 10 - ვოლგოგრადის ოლქში, 3 - ბრიანსკის ოლქში, 2 - ორიოლის ოლქში, 1 - როსტოვის ოლქში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S