Accentnews.ge
"ჰეზბოლამ" და "ჰამასმა" ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს

"ჰეზბოლამ" და "ჰამასმა" ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს

14/08/2024 06:47:17 მსოფლიო

14 აგვისტოს, გვიან ღამით ლიბანურმა დაჯგუფება "ჰეზბოლამ" ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 25–მდე რაკეტა გაუშვა,– იტყობინება Times Of Israel.

განგაშის სიგნალი ისმოდა მერონის მთაზე, ქალაქ ჰურფეიშში, ელკოშის დასახლებაში, სოფელ ფასუტასა და ბეით-ჯანში.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 25-ვე რაკეტა დაუსახლებელ ტერიტორიებზე ჩამოვარდა, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ჰეზბოლამ" განაცხადა, რომ სამიზნე რეგიონში არსებული ისრაელის სამხედრო ბაზები იყო.

ამასთან, თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა "ჰამასმა". ერთ-ერთი რაკეტა ზღვაში ჩავარდა, ერთიც თავად ღაზას სექტორში.

იტყობინებიან, რომ რაკეტები "ჰამასის" მებრძოლებმა ღაზას სამხრეთ ტერიტორიიდან, ხან იუნისიდან გაუშვეს. თელ-ავივში განგაშის სირენები არ ამოქმედებულა, რადგან რაკეტებს სამიზნემდე არ მიუღწევია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S