
ტუსკი – კურსკზე: უკრაინის ქმედებები თავდაცვითია, მას აქვს უფლება, რუსული ზრახვები ჩაშალოს
14/08/2024 06:58:22 მსოფლიო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის ოპერაცია რუსეთის კურსკის რეგიონში არის მისი საერთაშორისოდ აღიარებული თავდაცვის უფლების განხორციელება.
კურსკის რეგიონში უკრაინის თავდასხმის კომენტირებისას ტუსკმა აღნიშნა, რომ "უკრაინის ქმედებები თავდაცვითია."
"ის, რასაც რუსული ჯარები და რუსული ავიაცია აკეთებენ უკრაინის ტერიტორიაზე - სჩადიან გენოციდის, არაადამიანური დანაშაულის ნიშნებს – უკრაინას აქვს სრული უფლება, აწარმოოს ომი ისე, რომ რუსეთის აგრესიული ზრახვები ჩაშალოს." - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, პოლონეთის ხელისუფლება მუდმივ კონტაქტზეა უკრაინულ მხარესთან, თუმცა საუბარი არ არის კონსულტაციებზე "რომ ვინმე კიევში შემითანხმდეს, რომელ დღეს ვინ სად გადავა შეტევაზე."
"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას თავდაცვით ომში," - ხაზი გაუსვა ტუსკმა.
ხანგრძლივი დუმილის შემდეგ უკრაინამ დაადასტურა შეტევითი ოპერაციის წარმოება რუსეთის კურსკის რეგიონში.
შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა თქვა, რომ კურსკის რეგიონში 74 დასახლება უკრაინის კონტროლის ქვეშაა.
მედიის ცნობით, უკრაინამ ბოლო დრომდე არ აცნობა დასავლელ პარტნიორებს ოპერაციის დეტალების შესახებ.