Accentnews.ge
პეკინი აღიარებს რაკეტის ჩამოვარდნას, რომელსაც 18 თანამგზავრი გადაჰქონდა

პეკინი აღიარებს რაკეტის ჩამოვარდნას, რომელსაც 18 თანამგზავრი გადაჰქონდა

14/08/2024 08:27:08 მსოფლიო

ჩინური რაკეტა Long March 6A, რომელიც გაშვებულ იქნა ორბიტაზე 18 თანამგზავრი გასაგზავნად, ასობით ნაწილად დაიშალა. ამის შესახებ Bloomberg ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ჩინეთის სახელმწიფო მედია არ ავრცელებს ცნობებს რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ, მაგრამ ინფორმაცია განიხილება სოციალურ ქსელებსა და პოპულარულ საიტებზე. მოგვიანებით, Bloomberg-თან საუბარში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღიარა, რომ რაკეტა დაიშალა.

Long March 6A 6 აგვისტოს გაუშვეს 18 ინტერნეტ თანამგზავრის გადასატანად დაახლოებით 800 კმ სიმაღლეზე. Slingshot Aerospace–მა, რომელიც აკონტროლებს ობიექტებს ორბიტაზე, განაცხადა რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ. აშშ-ის საჰაერო ძალების ცნობით, იგი დაიშალა დაახლოებით 300 ნაწილად.

Bloomberg აღნიშნავს, რომ რაკეტის ჩამოვარდნა გახდა "კოსმოსური ნარჩენების ერთ-ერთი უდიდესი წყარო ათწლეულების განმავლობაში". ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაარწმუნა, რომ პეკინი დიდ ყურადღებას უთმობს კოსმოსური ნარჩენების წინააღმდეგ ბრძოლას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S