
იაპონიის პრემიერი თანამდებობას ტოვებს: პოლიტიკა ვერ იმუშავებს საზოგადოებრივი ნდობის გარეშე
14/08/2024 08:49:41 მსოფლიო
იაპონიის პრემიერ–მინისტრმა ფუმიო კისიდამ განაცხადა, რომ ითვალისწინებს საზოგადოებრივ უკმაყოფილებას პოლიტიკური სკანდალებისა და ცხოვრების გაძვირების გამო და სექტემბერში დატოვებს თანამდებობას.
„პოლიტიკა ვერ იმუშავებს საზოგადოებრივი ნდობის გარეშე. მე მივიღე ეს რთული გადაწყვეტილება საზოგადოების გათვალისწინებით, პოლიტიკური რეფორმების წინ წაწევის მტკიცე განზრახვით“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე, სადაც მან გააჟღერა გადაწყვეტილება, არ მოითხოვოს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერად ხელახლა არჩევა.
პარტიის ახალ ხელმძღვანელს სექტემბერში აირჩევენ, რომელიც კიშიდას ნაცვლად დაიკავებს პრემიერ-მინისტრის პოსტს.