
რუსეთმა ბენზინის ექსპორტი წლის ბოლომდე აკრძალა
14/08/2024 09:36:41 მსოფლიო
რუსეთის მთავრობამ საავტომობილო ბენზინის ექსპორტის აკრძალვა მიმდინარე წლის ბოლომდე გაახანგრძლივა.
„გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საწვავის ბაზარზე სტაბილური მდგომარეობის შესანარჩუნებლად სეზონური მოთხოვნის პერიოდში და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში გეგმიური რემონტის გამო“, - განმარტავენ რუსეთის მთავრობაში.
ივლისის ბოლოს რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, აეკრძალა საავტომობილო ბენზინის ექსპორტი სექტემბერსა და ოქტომბერში.
რუსეთის ფედერაციიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვა, რომელიც დაწესდა მიმდინარე წლის 1 მარტიდან 31 აგვისტომდე პერიოდში "შიდა ბაზრის დასაცავად", დროებით მოიხსნა 20 მაისიდან 30 ივნისსა და ივლისში. თუმცა, აგვისტოში კვლავ აღადგინეს ექსპორტის აკრძალვა რუსეთის ბაზარზე მკვეთრი ზრდის ფონზე.