Accentnews.ge
ფინეთის პრეზიდენტი: "ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი იარაღის გამოყენება შეუძლია უკრაინას და როგორ"

ფინეთის პრეზიდენტი: "ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი იარაღის გამოყენება შეუძლია უკრაინას და როგორ"

14/08/2024 10:13:33 მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბის განცხადებით, უკრაინას ფინეთის მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება შეუძლია.

„ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი იარაღის გამოყენება შეუძლია უკრაინას და როგორ. უკრაინას სრული უფლება აქვს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში საკუთარი თავი დაიცვას“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინას კურსკის ოლქში ოპერაციის სრული უფლება აქვს.

"უკრაინელების მოქმედებების შეზღუდვისთვის ჩვენ მიზეზს ვერ ვხედავთ“,– დასძინა მან.

ცნობისთვის: უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შევიდნენ.

13 აგვისტოს უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ კურსკის ოლქში 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S