
უკრაინა: კურსკში რუსული "სუ-34" ჩამოვაგდეთ
14/08/2024 10:36:14 მსოფლიო
უკრაინა კურსკის ოლქში რუსული ავიაგამანადგურებელის ჩამოგდების შესახებ იუწყება.
"უკრაინელმა ჯარებმა კურსკის რაიონში რუსული "სუ-34" გაანადგურეს", – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შევიდნენ.
13 აგვისტოს უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ კურსკის ოლქში 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.