
ჩეხეთის საგარეო: უკრაინას აქვს უფლება, თავი დაიცვას აგრესორის ტერიტორიაზეც კი
14/08/2024 10:59:16 მსოფლიო
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ კომენტარი გააკეთა უკრაინული ძალების რუსეთის კურსკის რეგიონში შესვლაზე და განმარტა, რომ საერთაშორისო სამართალი უკრაინას უფლებას აძლევს, თავი დაიცვას აგრესორის ტერიტორიაზეც კი.
„2014 წლიდან უკრაინის წინააღმდეგ რუსულმა აგრესიამ გაანადგურა მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე.თუ ჩვენ გვსურს სამართლიანი სამყარო და არა მისი ილუზია, გამოსავალი არის სიტუაცია, როდესაც ყველა ჯარი დაუბრუნდება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს“, - განაცხადა მინისტრმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის პირველ კომენტარში უკრაინის კურსკის რეგიონში ოპერაციას კრემლის ლიდერის "ნამდვილი დილემა" უწოდა.
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბიც მიიჩნევს, რომ კიევს აქვს უფლება, დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან, მათ შორის რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში.
ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა პოლონეთის პრემიერმაც.
უკრაინული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე 6 აგვისტოს შევიდნენ და მას შემდეგ გრძელდება ბრძოლები.