
სირსკი: უკრაინულმა ძალებმა კურსკში 100-ზე მეტი რუსი სამხედრო დაატყვევეს და კიდევ 1-2 კმ–ით დაწინაურდნენ
14/08/2024 11:06:40 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ ოთხშაბათის დასაწყისიდან უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის რეგიონში 100-ზე მეტი რუსი სამხედრო აიყვანეს ტყვედ და 1-2 კილომეტრით დაწინაურდნენ.
„დღის დასაწყისიდან ჯარები გარკვეული მიმართულებებით (კურსკის რაიონში ) დაწინაურდნენ 1-დან 2 კილომეტრამდე. სუჯაში მტრის ძებნა-განადგურება დასრულდა. დღის დასაწყისიდან ტყვედ ჩავარდა მტრის 100-ზე მეტი სამხედრო“, - თქვა სირსკიმ პრეზიდენტ ზელენსკისადმი მოხსენებაში.
თავის მხრივ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაიმეორა სირსკის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სოციალურ ქსელში და მადლობა გადაუხადა ოპერაციის მონაწილეებს: "მადლობელი ვარ ყველა მონაწილის. ეს დააჩქარებს ჩვენი ბიჭების სახლში დაბრუნებას“.
უკრაინული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე 6 აგვისტოს შევიდნენ და მას შემდეგ გრძელდება ბრძოლები.