
ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
30/05/2019 03:37:25 სხვა, მსოფლიო
ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახალი საპარლამენტო უმრავლესობის და კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო და ამას მოჰყვა ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს – ქნესეთის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება.
უთანხმოების საგანი იყო სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონი, რომელიც ულტრა-ორთოდოქსი ებრაელი სემინარიის სტუდენტებისთვის გამონაკლისის დაშვებას და სამხედრო გაწვევის გაუქმებას ითვალისწინებდა.
ეს პირველი შემთხვევაა ისრაელის ისტორიაში, როდესაც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო.
ისრაელში ვადამდელი არჩევნები 17 სექტემბერს გაიმართება.