
Reuters: უკრაინამ ღამით რუსეთში ოთხ სამხედრო აეროდრომს შეუტია
14/08/2024 12:56:46 მსოფლიო
უკრაინამ განახორციელა უპილოტო საფრენი აპარატებით ყველაზე მასშტაბური თავდასხმა, რომლის სამიზნე იყო ოთხი რუსული სამხედრო აეროდრომი, – განუცხადა უკრაინის უსაფრთხოებიდან წყარომ Reuters–ს 14 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში.
თავდასხმა მიზნად ისახავდა, შეარყიოს რუსეთის შესაძლებლობა, გამოიყენოს სამხედრო თვითმფრინავები მართვადი ბომბით შეტევების განსახორციელებლად, – დასძინა სააგენტოს წყარომ. Reuters-ის კორესპონდენტებმა დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმეს ეს ცნობა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დილით განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ღამის შეტევის დროს გამოყენებული იქნა რეკორდული – 117 დრონი. რუსი სამხედროები არ ასახელებენ ობიექტებს, რომლებიც თავდასხმის სამიზნე გახდა.
რუსული ტელეგრამ–არხების ცნობით, ღამით ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონის ერთ აეროდრომს და ვორონეჟის რეგიონში ორ აეროდრომს დაესხნენ თავს. ამ ორი რეგიონის გუბერნატორებმა დაადასტურეს თავდასხმა. ვორონეჟის რაიონში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩამოაგდეს 37 დრონი, ნიჟნი ნოვგოროდის რაიონში - 11.
"უკრაინსკაია პრავდა" წერს ოთხ აეროდრომზე თავდასხმის შესახებ - ვორონეჟში, ბორისოგლებსკში, სავასლეიკას საჰაერო ბაზაზე ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, ასევე კურსკის აეროდრომზე.
„ველოდებით სატელიტურ ფოტოებს განადგურებული რუსული მებრძოლებით და საწყობებით. უკრაინის უსაფრთხოება აგრძელებს რუსული სამხედრო მანქანის საავიაციო კომპონენტის მეთოდურად დასუსტებას. სწორედ თვითმფრინავები აძლევენ მტერს უპირატესობას ჰაერში, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ამ "ჩიტებისთვის" ფრთების ჩამოჭრას", - თქვა გამოცემის თანამოსაუბრემ.