Accentnews.ge
თურქეთში შესვლისას ნებისმიერ პირს თითის ანაბეჭდს აუღებენ

თურქეთში შესვლისას ნებისმიერ პირს თითის ანაბეჭდს აუღებენ

14/08/2024 14:19:58 მსოფლიო

თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ქვეყანაში შესული ნებისმიერი ვიზიტორის თითის ანაბეჭდების აღება. როდის დაინერგება ახალი კონტროლის სისტემა, არ არის დაკონკრეტებული. ამის შესახებ Sabah ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ ალი ერლიკაიზე დაყრდნობით იუწყება.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა იერლიკაიმ გამოაცხადა მნიშვნელოვანი პროექტი მომავლისთვის და თქვა, რომ თურქეთში შესვლისას თითის ანაბეჭდები იქნება აღებული, როგორც ეს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშია“, - ნათქვამია მასალაში.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, სიახლეები შეეხება მათაც, ვინც ქვეყანაში დროებითი დაცვის სტატუსი მიიღო. მათი პირადობის მოწმობები ჩიპებით იქნება აღჭურვილი. მინისტრი ამბობს, რომ ამჟამად თურქეთში თითქმის ოთხნახევარი მილიონი მიგრანტია რეგისტრირებული. აქედან სამ მილიონზე მეტი სირიის მოქალაქეა.

2024 წლის ივნისის ბოლოს, მიგრანტების საწინააღმდეგო პროტესტი აგორდა თურქეთის პროვინცია ჰატაიში მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიიდან ლტოლვილმა შეავიწროა 5 წლის გოგონა კაისერის ბაზარში. თურქეთის პარლამენტის ზოგიერთმა წევრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებულ მიგრაციულ კრიზისში დამნაშავე ამჟამინდელი ხელისუფლებაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S