Accentnews.ge
ლუბინეცი: უკრაინელმა სამხედროებმა კურსკში ბუფერული ზონა შექმნეს

ლუბინეცი: უკრაინელმა სამხედროებმა კურსკში ბუფერული ზონა შექმნეს

14/08/2024 15:37:19 მსოფლიო

უკრაინელმა სამხედროებმა თავდაცვის მიზნით კურსკის რეგიონში ბუფერული ზონა შექმნეს. ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სხდომის შემდეგ ტელეგრამ-არხზე წერს.

"თავდაცვის უფლების რეალიზაციაში, გაეროს ქარტიის 51-ე მუხლთან შესაბამისად, უკრაინას უფლება აქვს არა მხოლოდ თავს იცავდეს, არამედ უნდა იცავდეს ყველა საერთაშორისო კონვენციასა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნებს…ამიტომ ჩვენმა სამხედროებმა თავდაცვის მიზნით კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე “ბუფერული (სანიტარული) ზონა” შექმნეს… “ბუფერულ ზონაში” სურსათის, მედიკამენტებისა და მოსახლეობისთვის ყველა სხვა საჭირო საგნების მიწოდება უნდა იყოს უზრუნველყოფილი,” - წერს ლუბინეცი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S