
ბაიბა ბრაზე: უკრაინას ნატო-ს მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების უფლება აქვს
14/08/2024 16:17:23 მსოფლიო
უკრაინას ნატო-ს მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების უფლება აქვს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაზემ განაცხადა.
„ეს უკრაინული იარაღია. თავდაცვის უფლება ასევე მოიცავს კონტრშეტევის უფლებას“, – აღნიშნა ბრაზემ.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა NATO-ს იარაღის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე „წითელ ხაზი“ უწოდა.