
ზელენსკი: დღეს კურსკის რეგიონში კარგი პროგრესია, სტრატეგიულ მიზანს ვაღწევთ
14/08/2024 17:43:39 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, "კურსკის რეგიონში უკრაინული ძალები პროგრესს აღწევენ".
"დღეს კურსკის რეგიონში კარგი პროგრესია. ჩვენ ვაღწევთ ჩვენს სტრატეგიულ მიზანს", – განაცხადა მან.
მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ ოთხშაბათს უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის რეგიონში 100-ზე მეტი რუსი სამხედრო აიყვანეს ტყვედ და 1-2 კილომეტრით დაწინაურდნენ.
ცნობისთვის: უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შევიდნენ.