
რუსულმა ძალებმა ოდესას ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს
15/08/2024 06:18:04 მსოფლიო
უკრაინის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, 14 აგვისტოს საღამოს რუსეთის არმიამ ბალისტიკური რაკეტით შეუტია ოდესას, სამიზნე იყო პორტის ინფრასტრუქტურა. არიან დაზარალებულები.
"საღამოს მტერმა ბალისტიკური რაკეტით შეუტია ოდესას. აგრესორის სამიზნე იყო პორტის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაშავდა ერთი ადამიანი, მარცვლეულის სატვირთო მანქანის მძღოლი. დაზარალებული ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი საშუალო სიმძიმის დაზიანებებით. სამართალდამცავები რუსების მორიგი დანაშაულის შედეგებს აღრიცხავენ. რუსული დაბომბვის შედეგად კიდევ ორი ქალი დაშავდა. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ისინი ამჟამად ამბულატორიულ რეჟიმში გადიან მკურნალობას", -ამასთან დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ კიპერმა.