Accentnews.ge
ავსტრიაში დაზვერვის ყოფილი ოფიცერი ჯაშუშობისთვის დააკავეს

ავსტრიაში დაზვერვის ყოფილი ოფიცერი ჯაშუშობისთვის დააკავეს

15/08/2024 06:26:31 ევროპა

ვენის პროკურატურამ კონტრდაზვერვის ყოფილ ოფიცერ ეგისტო ოტს და ავსტრიის ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიის ყოფილ დეპუტატს ჰანს-იორგ იენევაინს ოფიციალური სამსახურეობრივი საიდუმლოების კონფიდენციალურობის დარღვევისთვის წარუდგინა ბრალი.

გამოძიების ვერსიით, ყოფილმა დეპუტატმა ყოფილი ოფიცერი აიძულა, მოეძია და გაეცა კონკრეტული კონფიდენციალური ინფორმაცია.

ავსტრიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისის ყოფილ თანამშრომელს ოტს ბრალი ედება იმაში, რომ მან იენევაინის სახელით, ჯერ კიდევ 2018 წელს, "უცნობი თანანმდებობის პირს" ევროპული სპეცსამსახურების შეხვედრის მონაწილეებზე ინფორმაციის მოპოვება დაავალა. ამის შემდეგ მან 2019 წელს ევროპული სპეცსამსახურების მონაცემები ყოფილ დეპუტატს გადასცა, რითაც "საფრთხე შეექმნა ეროვნულ უსაფრთხოებას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S