
მედია: რუსეთის რეგიონები სარკინიგზო კოლაფსმა მოიცვა უკრაინელების კურსკში შესვლის გამო
15/08/2024 07:01:20 მსოფლიო
რუსეთის რკინიგზა უკრაინისა და ბელარუსის მოსაზღვრე რეგიონებში სატრანსპორტო კოლაფსს შეეჩეხა კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ, რის შედეგადაც მოსკოვმა ათობით დასახლებაზე დაკარგა კონტროლი. მატარებლების მოძრაობასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, რუსეთის რკინიგზამ შეწყვიტა შემადგენლობის მიღება ბელარუსიდან კურსკის და სმოლენსკის რეგიონების მიმართულებით,– იტყობინება "ბელარუსის რკინიგზის მუშათა საზოგადოება" (SZhB), ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით.
მათი ინფორმაციით, 12 აგვისტოს, რუსეთის რკინიგზამ ბელარუსის რკინიგზას შეტყობინება გაუგზავნა მოსკოვის რკინიგზის ორიოლ-კურსკის ფილიალის სადგურებზე მატარებლების მიღების შეუძლებლობის შესახებ. მეორე დღეს, 13 აგვისტოს, რუსეთის რკინიგზამ მსგავსი მოთხოვნა წამოაყენა ბელარუსიდან სმოლენსკის რეგიონში მიმავალ მატარებლებზეც.
რუსეთის რკინიგზაში გადაწყვეტილება სადგურების მატარებლებით გადატვირთულობით, ასევე ლოკომოტივებისა და მემანქანეების დეფიციტით ახსნეს. წყაროების თანახმად, კოლაფსი ასევე გამოიწვია ჯარების ფართომასშტაბიანმა გადასროლან კურსკის რეგიონში, მათ შორის შორეული რეგიონებიდან, რისთვისაც გამოიყენებოდა მოსკოვის რკინიგზის თითქმის ყველა ხელმისაწვდომი ლოკომოტივი.
შეტყობინებაში რუსეთი რკინიგზა შეფერხების თარიღს არ აზუსტებს, რაც ნიშნავს ბელარუსსა და რუსეთს შორის მიმოსვლის დე ფაქტო განუსაზღვრელი ვადით შეჩერებას, – ამბობენ SZHB–ს წყაროები.