Accentnews.ge
შსს: სამ თვეში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებული 1200 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 828 პირს დაუდასტურდა

შსს: სამ თვეში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებული 1200 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 828 პირს დაუდასტურდა

15/08/2024 07:26:25 სამართალი

2024 წლის მეორე კვარტალში ( აპრილი, მაისი, ივნისი) შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1200 პირი შეამოწმა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 828 პირს დაუდასტურდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულთაგან 1174 კაცია, საიდანაც 821-ს დადებით შედეგი ჰქონდა. ხოლო 26 ქალიდან, ნარკოტიკული თრობა 7-ს დაუდასტურდა.

მისივე ცნობით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალშივე, შემოწმებული 5 არასრულწლოვანიდან ორს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S