
უკრაინული შენაერთების წინსვლა კურსკის რეგიონში - ISW–ის დაკვირვებები
15/08/2024 07:45:08 მსოფლიო
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) 14 აგვისტოს ანგარიშში უკრაინული და რუსული წყაროების მონაცემების გაანალიზების საფუძველზე ამბობს, რომ უკრაინული შენაერთების წინსვლა კურსკის რეგიონში შენელდა.
მკვლევარების თქმით, გეოლოკაციული კადრები მიუთითებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდეგ პუნქტებში არსებობაზე:
- სოფელ ჟურავლის აღმოსავლეთ ნაწილი, კორენევოს რაიონული ცენტრიდან აღმოსავლეთით 10 კმ–ში. ამავდროულად, 14 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის თავდასხმა მოიგერიეს, მათ შორის სოფელ ლევშინკას მიდამოში - ეს არის 17 კმ ჩრდილოეთით უკრაინის შეტევის მიმართულებიდან. 10 კმ სამხრეთით სხვა რეგიონალური ცენტრიდან, ლგოვიდან;
- ტერიტორია სოფელ ულანოკის ჩრდილო-დასავლეთით (სუძადან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 10 კმ);
- მცირე წინსვლაა სოფელ კამიშნოიეს დასავლეთ ნაწილში - ის მდებარეობს 20 კმ-ზე სწორი ხაზით სუჯას სამხრეთ-აღმოსავლეთით და სოფელ გირისთან ძალიან ახლოს.
ISW ასევე იტყობინება, რომ Maxar–ის სატელიტური სურათებით თუ ვიმსჯელებთ, რუსებს თხრილები გაჰყავთ და აშენებენ თავდაცვით ხაზს ლგოვის მახლობლად, რილსკ-ლგოვ-კურჩატოვ-კურსკის გზის გასწვრივ, რომელიც ჩრდილოეთით დაახლოებით 17 კილომეტრშია ადგილიდან, სადაც ვიზუალურად იყო დადასტურებული უკრაინული დანაყოფების არსებობა. ანგარიშის ავტორების თქმით, ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ რუსები უკრაინელების შემდგომ წინსვლას ელიან.
როგორც უკრაინელმა, რუსმა და მესამე მხარის კომენტატორებმა არაერთხელ აღნიშნეს ბოლო დღეებში, კურსკის რეგიონში ჯერ არ არსებობს მკაფიო ფრონტის ხაზი და უკრაინის შეიარაღებული ძალები ჯერ მოქმედებენ მობილური ჯგუფებით – ეძებენ სუსტ წერტილებს ან ხვრელებს რუსეთის თავდაცვაში.