Accentnews.ge
მოლდოვას გერმანიის კანცლერი და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები ეწვევიან

მოლდოვას გერმანიის კანცლერი და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები ეწვევიან

15/08/2024 08:03:33 ევროპა

აგვისტოს ბოლოს მოლდოვაში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტების - ალარ კარისის, ედგარს რინკევიჩისა და გიტანას ნაუსედას ვიზიტებს ელიან. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

შოლცი მოლდოვაში 21 აგვისტოს პრეზიდენტის მაია სანდუს მიწვევით ჩავა. ეს ვიზიტი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებს - გერმანია არის მოლდოვას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი მოდერნიზაციისა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, აღნიშნა ადმინისტრაციამ. გერმანიის კანცლერის ბოლო ორმხრივი ვიზიტი მოლდოვაში 12 წლის წინ შედგა.

27 აგვისტოს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის პრეზიდენტი ეწვევა მოლდოვას. ამ ლიდერების ყოფნა კიშინიოვში არის მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერის დასტური, რომელსაც ბალტიისპირეთის ქვეყნები უწევენ მოლდოვას მის ევროპულ გზაზე, აღნიშნა ადმინისტრაციამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S