Accentnews.ge
The Times: ბრიტანეთი ითხოვს, უკრაინას ნება დართონ, Storm Shadow  რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენოს

The Times: ბრიტანეთი ითხოვს, უკრაინას ნება დართონ, Storm Shadow  რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენოს

15/08/2024 09:48:56 მსოფლიო

ბრიტანელი მინისტრები ფარულად ცდილობენ, დაარწმუნონ მოკავშირეები, რომ უკრაინის არმიას ნება დართონ, Storm Shadow–ს ტიპის რაკეტები რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენოს, – იუწყება The Times.

ფრთოსან რაკეტებს სამიზნეებზე დარტყმები 250 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ.

გამოცემის ცნობით, ომის ესკალაციის შიშით დასავლეთის ქვეყნები აქამდე უკრძალავდნენ უკრაინას Storm Shadow-ის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. ამ საკითხში არც დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პოზიცია არ შეცვლილა. ლონდონი უკრაინას უფლებას აძლევს, რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებისთვის გამოიყენოს ნებისმიერი იარაღი, რომელიც მას მიაწოდა, გარდა Storm Shadow-ისა.

უკრაინა ითხოვს ნებართვას, შორ მანძილზე მოქმედი იარაღით განახორციელოს დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე.

2024 წლის აგვისტოში უკრაინელი სამხედროები კურსკის რეგიონში შევიდნენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, ერთ კვირაში მათ მოახერხეს დაახლოებით ათასი კვადრატული კილომეტრის დაკავება. ეს თითქმის იმდენია, რამდენიც რუსეთმა დაიკავა უკრაინაში ერთი წლის განმავლობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S