
FT: უკრაინამ და რუსეთმა დაიწყეს მოლაპარაკებები კურსკის რეგიონში დატყვევებულთა გაცვლის შესახებ
15/08/2024 12:25:23 მსოფლიო
უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყო კურსკის რეგიონში ბრძოლების დროს მხარეების მიერ დატყვევებული ტყვეების გაცვლის შესახებ, წერს Financial Times.
უკრაინის სახალხო დამცველმა დიმიტრი ლუბინეცმა 14 აგვისტოს ეროვნულ ტელემათონზე განაცხადა, რომ რუსეთის ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა დაუკავშირდა მას გაცვლის დეტალების განხილვის დასაწყებად. თავად მოსკალკოვამ ამაზე კომენტარი არ გააკეთა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებზე, დაუდასტურა FT-ს, რომ მუშაობს გაცვლაზე.
რუსი ოფიციალური პირები მანამდე მიანიშნებდნენ, რომ მოსკოვმა შესაძლოა შეაჩეროს ტყვეთა გაცვის პროცესი, რომელიც ისედაც რთულად მიმდინარეობს. მაგრამ ლუბინეცმა თქვა, რომ მოსკალკოვასთან კომუნიკაციამ მას იმედი ჩაუსახა ამ მიმართულებით წინ წაწევის თაობაზე.
მისი თქმით, მოსკოვი და კიევი ტყვეების შესახებ ინფორმაციას ცვლიან.
ლუბინეცმა ასევე თქვა, რომ მან აცნობა გაერო-ს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომ ”რუსი სამხედრო ტყვეების უფლებები დაცულია და უკრაინა ნებისმიერ დროს მზადაა, გააგრძელოს გაცვლითი პროცესები ჟენევის კონვენციის საფუძველზე”.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული ძალების რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შევიდნენ და მას შემდეგ გრძელდება ოპერაცია. გავრცელდა არაერთი კადრი, რომლებზეც, როგორც განიმარტა, ტყვედ აყვანილი რუსი სამხედროები, მათ შორის, წვევამდელები არიან ასახული.