Accentnews.ge
სირსკი – კურსკზე: უკრაინა აკონტროლებს 82 დასახლებულ პუნქტს – 1150 კვადრატულ კილომეტრს

სირსკი – კურსკზე: უკრაინა აკონტროლებს 82 დასახლებულ პუნქტს – 1150 კვადრატულ კილომეტრს

15/08/2024 13:24:25 მსოფლიო

უკრაინამ შექმნა პირველი სამხედრო სამეთაურო ოფისი მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის კურსკის ოლქში, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა შტაბის სხდომაზე.

მისი თქმით, სამხედრო კომენდანტურის უფროსი გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალევი გახდა.

სირსკიმ ასევე განაცხადა, რომ კურსკის რაიონში შეტევის დაწყებიდან უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი აიღეს 82 დასახლებაზე და ამჟამად 1150 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას აკონტროლებენ.

”საერთო ჯამში, კურსკის რეგიონში ოპერაციის დაწყებიდან, ჩვენმა ჯარებმა 35 კილომეტრის სიღრმეში წაიწიეს წინ,” - თქვა მან.

უკრაინული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შევიდნენ და მას შემდეგ ატარებენ ოპერაციას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S