Accentnews.ge
ფინეთის სპეცსამსახური: რუსეთის დივერსიული აქტივობები ამჟამად მიმართულია  ევროკავშირის დიდ ქვეყნებზე

ფინეთის სპეცსამსახური: რუსეთის დივერსიული აქტივობები ამჟამად მიმართულია  ევროკავშირის დიდ ქვეყნებზე

15/08/2024 15:19:43 ევროპა

ფინეთის უსაფრთხოების სამსახური (Supo) მიიჩნევს, რომ ფინეთი არ არის რუსული დივერსიების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე. ამის შესახებ Supo– სპეციალურმა გამომძიებელმა ლოტა ჰაკალამ Yle-თან ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთის დივერსიული აქტივობები ამჟამად მიმართულია ევროპის სხვა რეგიონებზე, განსაკუთრებით, ევროკავშირის დიდ ქვეყნებზე, სადაც განთავსებულია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ობიექტები - ტექნიკისა და იარაღის საწარმოები, ხორცელდება მათი ტრანსპორტირება და შენახვა.

ამ ობიექტების დაზიანების გარდა, მოსკოვს აქვს მიზანი, ევროპის ქვეყნებში საზოგადოებრივ განწყობაზე მოახდინოს ზეგავლენა უკრაინის მხარდაჭეის კონტექსტში: „შიშისა და ბუნდოვანი გარემოს და განცდის შექმნით, თითქოს რუსეთს შეუძლია, ყველგან ყველაფერი გააკეთოს".

მან აღნიშნა, რომ ფინეთს ჯერ არ დაუფიქსირებია რაიმე ნიშნები უკრაინის მატერიალური მხარდაჭერისთვის ზიანის მიყენების მცდელობის შესახებ, მაგრამ ღირს მზადება იმისთვის, რომ „რუსეთის ქმედებები ფინეთის მიმართ უფრო აგრესიული გახდება, ისევე როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში“.

”ზოგადად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა ფინეთში მაღალ დონეზე, თუმცა, ფინეთშიც კი არის მრავალი ცალკეული ობიექტი, რომლებთანაც მიახლოება ადამიანებს შეუძლიათ. ჩვენ ასევე გვაქვს საკმაოდ ბევრი ინფორმაცია კრიტიკულ ობიექტებზე ღია წვდომაში და და ა.შ.",– აღნიშნა მან.

ევროპულმა სადაზვერვო სამსახურებმა რამდენიმე თვის წინ გააფრთხილეს თავიანთი მთავრობები, რომ რუსეთი გეგმავდა დივერსიებს მთელ კონტინენტზე. მას შემდეგ ევროპის რიგ ქვეყანაში დაფიქსირდა სხვადასხვა ინციდენტი, მათ შორის ხანძრები, კიბერშეტევები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S