Accentnews.ge
აფრიკის ფარგლებს გარეთ „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირეს

აფრიკის ფარგლებს გარეთ „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირეს

15/08/2024 16:59:57 მსოფლიო

აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა,– იტყობინება BBC შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

განიმარტა, რომ ინფიცირებული პირი აფრიკაში დაავადდა, სადაც ახლა „მაიმუნის ყვავილის“ ახალი ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

რამდენიმე საათით ადრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) „მაიმუნის ყვავილის“ ეპიდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა კვლავ გამოაცხადა.

WHO–ს გენერალური დირექტორის ტედროს გებრეიესუსის განცხადებით, ახალი ეპიდემია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკიდან დაიწყო, სადაც უკვე 14 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა და 500-ზე მეტი გარდაიცვალა. კონგოდან დაავადება აღმოსავლეთ და ცენტრალური აფრიკის ათზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა.

მისივე ცნობით, ვირუსის ახალ სახეობას წინა შტამზე უფრო მძიმე სიმპტომები აქვს და გარდაცვალების უფრო მაღალი ალბათობით ხასიათდება.

როგორც მან განაცხადა, 2024 წლის პირველ ნახევარში აღრიცხული შემთხვევების რაოდენობა უკვე აჭარბებს მთელი 2023 წლის მონაცემებს.

„მაიმუნის ყვავილი“ სწრაფად გადამდები ვირუსული დაავადებაა, რომლის სიმპტომები გრიპის სიმპტომებს ჰგავს და ახასიათებს სხეულზე წყლულოვანი გამონაყარი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად გამოაცხადა 2022 წელსაც.

დაავადება აფრიკიდან გავრცელდა ჯერ ევროპის და ამერიკის სახელმწიფოებში, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში. 110 ქვეყანაში 87 000 ადამიანი დაავადდა და 100-ზე მეტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S