Accentnews.ge
Politico: ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინისთვის JASSM–ების გადაცემას, რომელთა მოქმედების მანძილი 900 კმ-ზე მეტია

Politico: ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინისთვის JASSM–ების გადაცემას, რომელთა მოქმედების მანძილი 900 კმ-ზე მეტია

15/08/2024 18:42:42 მსოფლიო

აშშ-ს ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინისთვის JASSM (Joint Air-to-Surface Standoff Missile) ფრთოსანი რაკეტების გადაცემის შესაძლებლობას F-16–ებისთვის, რომელთა მიღებაც ახლახან დაიწყო კიევმა, წერს Politico.

მწარმოებლელი Lockheed Martin-ის მონაცემებით, JASSM-ის დიაპაზონი აჭარბებს 926 კმ-ს, რაკეტა არის უაღრესად ზუსტი და ატარებს ქობინს, რომლის წონაა დაახლოებით 450 კილოგრამია.

რაკეტის გადაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, წერს Politico თავის წყაროებზე დაყრდნობით. პენტაგონს კომენტარი არ გაუკეთებია.

აქამდე ეს რაკეტები მხოლოდ შეერთებული შტატების სამხედრო მოკავშირეებს აქვთ მიღებული: ის ემსახურება პოლონეთს, იაპონიამ და ფინეთმა შეიძინეს, მაგრამ ჯერ არ მიუღიათ. პენტაგონს აქვს 7200 ასეთი რაკეტის მარაგი. Lockheed Martin-მა ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაზარდა მათი წარმოება.

Politico-ს ცნობით, JASSM-ის უკრაინაში გადაცემას მხარს უჭერს კონგრესში დეპუტატების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ხოლო გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა, რომელსაც ამის შესახებ ჰკითხეს აპრილში, პალატის კომიტეტის მოსმენაზე, ცალსახად არ გამორიცხა მსგავსი შესაძლებლობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S