Accentnews.ge
ზელენსკი: მებრძოლები, რომლებიც უკრაინას იცავენ, იმსახურებენ, იყვნენ ჩვენი მოქალაქეები

ზელენსკი: მებრძოლები, რომლებიც უკრაინას იცავენ, იმსახურებენ, იყვნენ ჩვენი მოქალაქეები

15/08/2024 19:16:32 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტი უკრაინისთვის მებრძოლი უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების საკითხს მხარს უჭერს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას მიმართა, მხარი დაუჭიროს “უკრაინისთვის თავდაცვით საკანონმდებლო პაკეტს”, რომელიც მათ შორის, მოიცავს უცხოელი მებრძოლებისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებას.

"ყოველი მებრძოლი, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს იცავს, ჩვენს ხალხს იცავს, ჩვენს დამოუკიდებლობას იცავს, იმსახურებს აღიარებასა და მაქსიმალურ მხარდაჭერას. ეს ეხება, კერძოდ, ჩვენს იმ მებრძოლებს - უკრაინელ ლეგიონერებს - რომლებსაც ახლა სხვა სახელმწიფოების მოქალაქეობა აქვთ, მაგრამ უკრაინის – ჯერ არა. ისინი იმსახურებენ, იყვნენ ჩვენი მოქალაქეები, უკრაინის მოქალაქეები, შესაბამის პატივისცემას უნდა იღებდნენ უკრაინის სახელმწიფოსგან. ასევე სამართლიანი ამის გავრცელება ნათესავებზე, ჩვენი გმირების ნათესავებზე”, - თქვა ზელენსკიმ.

პაკეტი ასევე მოიცავს კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების სტატუსის განსაზღვრას:

“მკაფიოდ გარანტირებული უნდა იყოს სწორედ საკანონმდებლო დონეზე, რომ ჩვენი მებრძოლები, რომლებიც, მაგალითად, კურსკის ოპერაციაში მონაწილეობენ, და აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიებზე ჩვენს სხვა ქმედებებში მიიღებენ მონაწილეობას, მიიღებენ აბსოლუტურად ყველა გადასახადსა და პრეფერენციას, რომელიც ფრონტისთვისაა განკუთვნილი. ეს სწორედ კანონით უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენი ხალხი დარწმუნებული იყოს, რომ სახელმწიფო იმუშავებს ისე, როგორც საჭიროა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S