Accentnews.ge
რუსეთის ირკუტსკის რეგიონში სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-22M ჩამოვარდა

რუსეთის ირკუტსკის რეგიონში სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-22M ჩამოვარდა

15/08/2024 19:31:36 მსოფლიო

რუსეთის ირკუტსკის რეგიონში სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-22M ჩამოვარდა.

როგორც რუსული ტელეგრამ–არხები 112 და „Caution, News“ იტყობინებიან, წინასწარი მონაცემებით, სტრატეგიული ბომბდამშენი ჩერემხოვოს რაიონში, სოფელ მიხაილოვკასთან აფეთქდა.

თვითმხილველი ყვება, რომ აფეთქებამდე თვითმფრინავს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბომბდამშენი აფრინდა ირკუტსკის ოლქის უსოლსკის რაიონში, ბელაიას ავიაბაზის აეროდრომიდან.

ეკიპაჟის ბედი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ადგილობრივი გამოცემა IRK.RU თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ორმა ადამიანმა პარაშუტებით მოახერხა თვითმფრინავიდან გადმოხტომა ვიდრე თვითმფრინავი ხმელეთზე დაეცემოდა.

როგორც "ბაზა" წერს, სამმა მფრინავმა მოახერხა კატაპულტირება, ეკიპაჟში კი სულ ოთხი ადამიანი იყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა თვითმფრინავის ჩამოვარდნა, რომელიც "გეგმიურ ფრენას" ახორციელებდა და რომ „ეკიპაჟი ცოცხალია“. უწყებამ ინციდენტის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S